20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
თამარ გაბუნია ქვეყანაში კოვიდ შემთხვევების კლებაზე საუბრობს - როდის გადავალთ პანდემიის სტაბილიზაციის ეტაპზე

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იმ ციფრებზე საუბრობს, რომლის დაფიქსირების შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სტაბილიზაციის ეტაპზე გადავა. 

თამარ გაბუნიას თქმით, დღესდღეობით, დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, ასევე იკლებს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელიც. 

"ჩვენ გვაქვს უკვე დადებითობის მაჩვენებლის კლებაც და ასევე, აბსოლუტურ ციფრებში შემთხვევების კლებაც. გუშინ იყო 12 ათასი, დღეს არის 10 ათასზე ოდნავ მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ იკლებს მაჩვენებელი, ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც.

დადებითობის მაჩვენებელი, როგორც ვიცით, ეს არის 5%, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გავრცელების რისკები არის ნაკლები. ამდენად, როგორც კი მივუახლოვდებით უკვე ამ მაჩვენებლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავედით სრულ სტაბილიზაციაში.

ძალიან რთულია ზუსტად ვთქვათ, რა პერიოდი დაგვჭირდება ისევ სრული სტაბილიზაციისთვის და სრული ნორმალიზაციისთვის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების. მაგრამ, სხვა ქვეყნების გამოცდილება უჩვენებს, რომ ეს იყო სწრაფი დაღმასვლა, ამდენად, მოლოდინი იმის, რომ ის უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე მოხდა დელტა შტამის შემთხვევაში ან წინა შტამების შემთხვევაში, ამდენად შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე კვირა, ჯერ უნდა მივყვეთ ეპიდემიურ ტენდენციას და შემდეგ გვექნება პასუხი," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები