20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
კერძო ლომბარდისაგან დაზარალებულები ქობულეთში აქციას მართავენ

ქობულეთის პოლიციასთან კერძო ლომბარდისაგან დაზარალებულები აქციას მართავენ. ისინი სამართალდამცავებისვან რეაგირებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლნი არიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი თანხის გადახდის მიუხედავად მათ კუთვნილ ძვირფასეულობას არ უბრუნებს.

დაზარალებულების განცხადებით, ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ლომბარდის მეპატრონემ ქვეყანა დატოვა. აქციის მონაწილეები პოლიციისგან ინფორმაციის მიწოდებას და კანონის აღსრულებას ითხოვენ.

შეკრებილებს პოლიციის უფროსის მოადგილე შეხვდა. მისი თქმით, გამოძიება მომხდარზე თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, დეტალებზე საუბრისგან კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა.

დღის ამბები