"რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა 3 წუთის წინ დაადასტურა, რომ მისმა პრეზიდენტმა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ომი დაიწყო," - ამის შესახებ აცხადებს უკრაინის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში.
უკრაინულ სოცქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კიევიდან მოსახლეობა მასობრივად გადის.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, კიევის სტრატეგიულ ობიექტებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით ბომბავენ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს იწყებს.