გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია თბილისშიც, ჯერ უცნობია. პირველ ეტაპზე სემეკმა თელასის განაცხადი ტექნიკურად უნდა შეაფასოს. კონკრეტულად ტარიფის გაზრდის მოთხოვნაზე მსჯელობა კი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ განაცხადი ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
თელასი ტარიფის გაზრდის მოთხოვნას ასაბუთებს 3 არგუმენტით. ეს არის ვალუტის გაუფასურება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირება და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაზრდა.
ანალოგიური არგუმენტაცია ჰქონდა „ენერგო პრო ჯორჯიას“. სემეკში ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ საუბარს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "თელასთან" მიმართებაში. უცნობია რამდენი თეთრით ითხოვს "თელასი" ტარიფის გაზრდას.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი