ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე მათთან დაკავშირებას სთავაზობს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების და მათი მასპინძელი კერძო სექტორის საყურადღებოდ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი - 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ,"- ნათქვამია განცხადებაში.