ანსამბლი "სუხიშვილები", რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა, ქვეყანას ტოვებს - ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელებმა ცოტა ხსნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. როგორც ნინო სუხიშვილი ამბობს, ქვეყნის დატოვებას პოლონეთის გავლით აპირებენ.
"ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ მინსკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილამდე უკრაინაში. მაგრამ გუშინ მოხდა ის, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ, იძულებულები ვართ დავტოვოთ ქვეყანა, გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა. ჩვენ ვცდილობთ, ახლა გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას. იმედია, მშვიდობით დაგიბრუნდებით,"-აცხადებს ნინო სუხიშვილი.