"სოლიდარობა უკრაინას", "არა რუსულ აგრესიას" - ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეები, სამოქალაქო, სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიას გმობენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, დღეს დუმილი დანაშაულია და საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოების ღია მხარდაჭერა უკრაინისადმი.