ანსამბლმა "სუხიშვილებმა" უკრაინის საზღვარი მშვიდობიანად დატოვა, ამის შესახებ მათი "ფეისბუქის" პოსტიდან გახდა ცნობილი.
"მშვიდობით გადავკვეთეთ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი! მივემგზავრებით ვარშავაში და ამ დღეებში ვეცდებით სამშობლოში დაბრუნებას! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! სიყვარულით #სუხიშვილები,"- ნათქვამია განცხადებაში.