20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
შეტევები არის სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ მგზავრობა არ არის უსაფრთხო - უკრაინაში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

უკრაინაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან საზღვრების მიმართულებით. ელჩის განმარტებით, შეტევები არის სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ მგზავრობა არ არის უსაფრთხო.

"ვართ კიევში, საელჩოში, როგორც პოლიტიკური ნაწილი, ასევე საკონსულოც მუშაობს, ცხადია საგანგებო რეჟიმში. უპირველეს ყოვლისა ვემორჩილებით უკრაინის ხელისუფლების მოწოდებებს, მათ შორის ის, რომ ვიყოთ სახლში და როგორც კი დაიწყება განგაში, ჩავიდეთ თავშესაფარში.

მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში და როდესაც დაიწყება საყვირის ხმა, ჩავიდნენ თავშესაფარში. ასევე თავი შეიკავონ გადაადგილებისგან საზღვრების მიმართულებით, ვინაიდან გადატვირთულია როგორც ქალაქიდან გასასვლელი გზები, ასევე გამშვებ პუნქტებთან მისასვლელ გზებზე არის უზარმაზარი საცობი. ამიტომ, იმის გარანტიაც რომ კიევიდან ბოლომდე მოხერხდება გადაადგილება ადეკვატურად, ამის გარანტიაც არ არის," - განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა.

დღის ამბები