საქართველოში მყოფ უკრაინელებს ბიზნესასოციაცია დახმარებას სთავაზობს. სხვადასხვა ორგანიზაცია აპირებს, უკრაინის მოქალაქეებს საკვებითა და საცხოვრებლით დაეხმაროს.
"წერილი გაეგზავნა უკრაინის საელჩოს, რომ მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ჩარჩენილი მოქალაქეების შესახებ, რის შემდგომაც ჩვენ მოვახერხოთ მათი უზრუნველყოფა ჰიგიენური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ," - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების თქმით, რომ ამასთან დაკავშირებით ცხელი ხაზიც შეიქმნა