საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი სტატისტიკური პროდუქტი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალი წარადგინა.
ახალი პორტალი მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში.
ახალი პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, მოახდინონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემთა გენერირება ქვეყანა- სექტორის ან სექტორი -ქვეყნის ჭრილში, შეადარონ ორი საანგარიშო პერიოდი ქვეყნების, სექტორების და კომპონენტების მიხედვით და ა.შ.