პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთ უკრაინელი ოჯახი მოინახულა, რომელიც საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის ჩამოვიდა და ფრენის გაუქმების გამო დარჩა.
ოჯახის სასტუმროში განთავსება მთავრობამ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მზაობა გამოთქვა საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად, რომლებიც ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან უკრაინაში.
ინიციატივის მიზანია, უკრაინელი ტურისტების უსასყიდლოდ განთავსება სასტუმროებში.