20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
რაგბი ევროპა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს

რაგბი ევროპა გმობს უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რაგბი ევროპა  შეშფოთებას გამოხატავს შექმნილი მდგომარეობის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, უკრაინულ სარაგბო სამყაროს კი თანადგომას უცხადებს.

"როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, რაგბი ევროპა მშვიდობის ევროპულ ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს იცავს.

რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეწყვიტოს ყველა ღონისძიება, ტურნირი და მატჩი. ეს ეხება ყველა ასაკობრივ და გენდერულ კატეგორიას, ეროვნულ და საკლუბო გუნდებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები