უკრაინის მხარდასაჭერი აქცია თბილისში დღესაც იმართება. აქციის მონაწილეები მსვლელობით უკვე მივიდნენ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან. ისმის საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. მთავარ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია და ადგილზე არიან სამართალდამცველები.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მთავარ გამზირზე საქართველოს დროშებს უკრაინის დროშები ჭარბობს. აქციაზე ისმის მეგობრების მხარდასაჭერი შეძახილებიც.