გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება. ელჩი twitter-ის გვერდზე აქციის ფოტოს აქვეყნებს.
"ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს. რაც უფრო მტკიცე იქნება კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მით უკეთესი," - წერს მარკ კლეიტონი.
უკვე რამდენიმე საათია თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.