საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ინიციატივითა და ორგანიზებით 27 თებერვლიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინამაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არამალფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება სხვა ეპარქიებს, იქ გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს.