უკრაინაში ომის წინააღმდეგ არაერთი ცნობილი ადამიანი გამოვიდა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. ხელოვანები და სპორტსმენები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ პოსტებს და ვიდეო მიმართვებს. სოლიდარობას გამოხატავენ მუსიკალური კლიპებით და სხვადასხვა პერფორმანსებით სპორტულ შეჯიბრებებზე.
მადონამ დღეს თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია უკრაინაზე თავდასხმის კადრები, ამავე ვიდეოში ადოლფ ჰიტლერისა და ვლადიმირ პუტინის სახეები ცვლის ერთმანეთს.
კინორეჟისორი დევიდ ლინჩი ამბობს, რომ პუტინი სიკვდილს და ნგრევას თესავს. ის რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს სისხლისღვრა შეაჩეროს.
დღეს, ასევე, გამოქვეყნდა სიმფსონების ფეისბუკგვერდზე ფოტო, სადაც პერსონაჟები უკრაინის დროშებით არიან.
უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის ჩოგბურთელი ანდრეი რუბლოვი.
ამ დღეებში მუდმივად აქტიურობს ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი და პუტინის ქმედებებს აკრიტიკებს.