მსოფლიო ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.
უკრაინას გულშემატკივრობენ მწერლებიც, მათ შორისაა ბესტსელერების ავტორი სტივენ კინგიც. მძაფრსიუჟეტიანი სცენარების ამერიკელი ავტორის ემოცია, კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ არანაკლებ ემოციურია, მისი თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღდეგ განზე დგომა არასწორია და ჩარევას საჭიროებს.
"უმეტესობა ჩვენგანმა ბავშვობაში, სათამაშო მოედანზე, ერთი რამ ვისწავლეთ: განზე არ უნდა დადგე, როცა დიდი ტიპი პატარას სცემს. შეიძლება მის შესაჩერებლად ერთი-ორი მუშტიც დაგჭირდეს, მაგრამ ეს გამართლებულია," - ამბობს მწერალი.
სხვადასხვა ტიპის აქციას ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, რეჟისორები, სპორტსმენები, მართავენ და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტის გამოხატვას ამ ფორმით ცდილობენ.
მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც უკვე ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს.