20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საქართველოში ელექტროენერგია ძვირდება - სოციალურად დაუცველებს მთავრობა დაეხმარება

სემეკმა თელასის განაცხადის განხილვა დაიწყო. მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

რამდენით გაუძვირდება ელექტროენერგიის საფასური თბილისელებს, ჯერ უცნობია.

ასევე უცნობია, რა ცვლილებები მოითხოვა არსებულ ტარიფში ენერგოგამანაწილებელმა კომპანია თელასმა. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ტარიფის გაზრდა თბილისშიც გარდაუვალია.

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მთავრობა დახმარებას გაუწევს. ხელისუფლება სრულად დაფარავს იმ განსხვავებას, რომელიც ტარიფის ცვლილებამ გამოიწვია.

თუმცა, რამდენი ოჯახი ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ეს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ასევე უცნობია შერჩევის კრიტერიუმებიც. 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები