20 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
თბილისში მიმდინარე აქციაზე რუსეთის მოქალაქემ, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, საკუთარი პასპორტი დაწვა

პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. პერიოდულად ისმის უკრაინის და საქართველოს ჰიმნები, ასევე მხარდამჭერი შეძახილები.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო სრცხვენია. ამის შემდეგ, მან საკუთარი პასპორტი დემონსტრაციულად დაწვა.

აქციაზე ბაიკერებმა მოაწყვეს ერთგვარი პერფორმანსი და საქართველოს და უკრაინის დროშებით ჩაიარეს.  

დღის ამბები