20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ჰაკერებმა twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ექაუნთი შექმნეს

დაუდგენელმა პირებმა twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ექაუნთი შექმნეს. ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, ჯერჯერობით დაუდგენელია. 

ჰაკერებმა ავსტრალიელი ჟურნალისტის, მელისა დოილის twitter-ის ექაუნთი გატეხეს და სწორედ მას გადაარქვეს სახლი. 

ყალბი ექაუნთით გროვდება შემოწირულობა წითელი ჯვრის სახელით, რომელიც დიდი ალბათობით, თაღლითების ხელში აღმოჩნდება.

ასევე, ამავე ექაუნთით შესაძლოა ზელენსკის სახელით ცრუ განცხადებები და ინფორმაცია გავრცელდეს. 

დღის ამბები