20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"ბოლომდე ჰიტლერად რომ იქცე, უბრალოდ უნდა შეხვიდე შენს ბუნკერში და თავი მოიკლა" - უკრაინელი მომღერალი პუტინს მიმართავს

უკრაინელი მომღერალი ანდრეი დანილკო, იგივე "ვერკა სერდიუჩკა" ვლადიმერ პუტინს ურჩევს ჰიტლერთან უფრო მეტი მსგავსებისთვის თავი მოიკლას.

ამის შესახებ მომღერალმა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გამოსვლისას განაცხადა.

"პუტინი - შეხედეთ ეს ყველაფერი ფაშისტური გერმანიის სცენარია: მიღება, დიდება, მას ასე ძალიან უნდა ისტორიაში დარჩეს, რომ ჰიტლერის პაროდიას აკეთებს ან მის ქმედებებს აკოპირებს. ბოლომდე ჰიტლერად რომ იქცე, უბრალოდ უნდა შეხვიდე შენს ბუნკერში და თავი მოიკლა," - განაცხადა დანილკომ.

დღის ამბები