20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
კიევის მიმართულებით სამი სარაკეტო შეტევა განხორციელდა - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი

უკრაინის ტერიტორიაზე სამი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამივე რაკეტა კიევის მიმართულებით იყო გასროლილი, რომელთაგან ერთი უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს, მეორე უცნობია სად დაეცა, ხოლო მესამე კიევთან ახლოს ჩამოვარდა.

ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციითვე, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ქალაქ ჟიტომირის აეროდრომზეც.

"საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის ბევრ ქალაქში ისმის პერიოდულად, თუმცა საჰაერო განგაში ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რაკეტები ან თვითმფრინავები უშუალოდ ქალაქისკენ მოემართება. უბრალოდ, აფრენის ფაქტის დაფიქსირებისას განგაშის სიგნალი ირთვება, რადგან გაურკვეველია მათი დანიშნულების კონკრეტული ადგილი და მოქალაქეებმა თავი უნდა შეაფარონ,“ - აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

დღის ამბები