20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
რუსეთმა დაბლოკა საიტი, სადაც ოჯახებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი და დაღუპული რუსი სამხედროების იდენტიფიცირება შეეძლოთ

რუსეთმა დაბლოკა საიტი, სადაც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, უკრაინაში დაღუპული ან ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების იდენტიფიცირება შეეძლოთ. საიტი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით დაიბლოკა.

შესაბამის განცხადებას თავად საიტი http://200rf.com-ი აქვეყნებს.  იქვე აღნიშნავენ, რომ მუშაობას აგრძელებს იდენტური საინფორმაციო არხი telegram-ზე - "მოძებნე შენიანები".

საიტი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაუშვა, სადაც უკრაინაში დაღუპული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მათი დოკუმენტები იდება. 

წყარო: unian

 

დღის ამბები