20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრო უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას აგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 23 თებერვალს უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი სატვირთო ბორანი, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.

ასევე, ბორანი განთავისუფლებულია საპორტო და სხვა მოსაკრებლებისგან და ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდებიან.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს შპს "საქართველოს ფოსტა" უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიღებულ ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით უსასყიდლოდ გააგზავნის.

დღის ამბები