პორტუგალიური პრიმეირა ლიგის 24-ე ტურში, მატჩის 62-ე წუთზე "არწივების" შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი რომან იარემჩუკი ცვლილებაზე შევიდა, რის შემდეგაც გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა და ტაშით დააჯილდოვა.
ამასთან ერთად, კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და მატჩისთვის დარჩენილი დრო მოედანზე ლიდერის სტატუსით დაასრულა. უკრაინელმა შემტევმა ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.