შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოცაა ნახსენები იმ ქვეყნებს შორის, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ხელისუფლება ჯერ არ ახორციელებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.
ანგარიშში საუბარია ასევე იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოს კონკრეტული შემთხვევების უკეთ გამოძიებისთვის აძლევს. მათ შორის, სამართალდამცველების ტრენინგი, გამოძიების ფაზაში დაზარალებულების ადვოკატების ჩართვა, სექსუალურ და შრომით ტრეფიკინგში ეჭვმიტანილების გამოვლენა და დასჯა, მეტი პროაქტიური მეთოდების დანერგვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის და მოქალაქეების ინფორმირება ტრეფიკინგის საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის შესახებ.