როგორ სრულდება მთავრობის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა? -ანგარიშს ამ საკითხზე დღეს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გამოაქვეყნებს.
დოკუმენტში ძირითადად შეფასებულია ორი მიმართულება, სისხლის სამართლისა და სასამართლო მართლმსაჯულება.
არასამთავრობო ორგანიზაცია იკვლევს რამდენად ხდება საკანონმდებლო ბაზის დაახლოება სამოქმედო გეგმასთან. მათი შეფასებით, ნაფიცი მსაჯულებისა და ფარული მიყურადების შესახებ მიღებული კანონები არსებული ფორმით, ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
„სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმირება. ამ კანონპროექტმა არა თუ გააუმჯობესა ინსტიტუციურად მდგომაროება ქვეყანაში, არამედ პირიქით, უფრო დააზიანა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ.