პრემიერ-მინისტრი მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დადგომას ულოცავს.
"ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას. რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.