20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პროტესტი კანცელარიასთან - აქციის მონაწილეებმა მთავრობას საწვავზე ფასების რეგულირება მოუწოდეს

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - კანცელარიის წინ დღეს პერფორმანსის მოსაწყობად პარტია "ხალხისთვის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს. ისინი მთავრობისგან პრობლემური საკითხის მოგვარებას და ფასების რეგულირებას მოითხოვენ.

"იმ რაოდენობაზეა საწვავის ფასი ასული, ფაქტობრივად ვეღარ ვასხამთ და გვიხდება მანქანების ევაკუირება კონკრეტული ადგილებიდან. ჩვენი სიმბოლური პერფორმანსით მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დროულად იმოქმედონ,"- აცხადებს პარტიის "ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე.

დღის ამბები