20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომდგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშსა და გეგმებს გაეცნენ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომდგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშსა და გეგმებს გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ქართველ დიპლომატებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.

მედეა ჯანიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის დაგეგმილ აქტივობებს, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას, გაცნობით პრეს და ინფო-ტურების მოწყობას, საერთაშორისო მედიის მასპინძლობასა, ახალ მარკეტინგულ კამპანიებსა და  კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას მოიცავს. 

დღის ამბები