20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობა - პრემიერი გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს გაეროს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, მათ შორის ყველა საერთაშორისო ფორმატში.

დღის ამბები