ადვოკატთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას სამართალდამცველთა დანაშაულების ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლიციის განყოფილებებში იმატა ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებმა რაზეც რეაგირება არ მომხდარა და არცერთი სამართალდამცველი არ დასჯილა.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს.
„დღევანდელი ხელისუფლება გადავიდა უაზრო, გაუმართლებელ ნაბიჯებზე მოქალაქეებთან მიმართებაში. კვირა არ გავა, რომ ადამიანის მიმართ არ განხორციელდეს ძალადობრივი ქმედება,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.