გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.
10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
თბილისში 9-11 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
9 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით კი ასეთია:
გაგრა +14 - წვიმა
სოხუმი +14 - წვიმა
ზუგდიდი +16 - წვიმა
მესტია +8 - წვიმა
ფოთი +16 - წვიმა
ბათუმი +15- წვიმა
ოზურგეთი +17 - წვიმა
ქუთაისი +15 - წვიმა
ამბროლაური +11 - წვიმა
ახალციხე +12 - წვიმა
ბორჯომი +7 - წვიმა
ბაკურიანი +5 - წვიმა
გორი +13 - წვიმა
ცხინვალი +10 - წვიმა
სტეფანწმინდა +8 - თოვლი
გუდაური +4 - უმეტესად ღრუბლიანი
თელავი +18 - უმეტესად ღრუბლიანი
რუსთავი +19 - უმეტესად ღრუბლიანი
თბილისი +18 - უმეტესად ღრუბლიანი