საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების მიერ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება, რა დროსაც ევაკუაციის მოლოდინში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
როგორც საგარეო უწყება ტვიტერზე გავრცელებულ ტექსტში წერს, ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას და მკაცრად გმობს მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.
"აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.