ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ. ტურის მონაწილეებს შორის არიან სტუმრები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან.
ისინი საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას.