ბავშვებს, რომლებსაც პირველ ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, სკოლაში მისვლის უფლება მიეცემათ. კანონპროექტის ინიცირებას უმრავლესობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აპირებს.
ამჟამად მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 6 წელი 1 სექტემბრამდე უსრულდებათ.