20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა მანავში დასრულდა

სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა. საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ჯვარედინი და სპეციალისტების მომზადება გაიარეს, ასევე შეისწავლეს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკა და დაგეგმვის პროცესი. პროგრამა შემაჯამებელ სწავლებასაც მოიცავდა.

მსმენელებმა ასევე გაიარეს კავშირგაბმულობის, საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება. საკვალიფიკაციო პროგრამისთვის შერჩეულ რეინჯერთა მხოლოდ 30%-მა შეძლო და დააკმაყოფილა კურსის ურთულესი გზა.

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და წარმატება უსურვა.

დღის ამბები