20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
დღეიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები ივლის

დღეიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები ივლის. მერიის ეს გადაწყვეტილება კერძო სატრანსპორტო კომპანია "ინტერტრანსის" მხრიდან რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდას მოჰყვა.

პირველ ეტაპზე ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტროს მიმართულებით იმოძრავებენ და მგზავრობის ღირებულება "ინტერტრანსის" ფასზე თითქმის ორჯერ ნაკლები- 1.50 ლარი იქნება. შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც რუსთავიდან თბილისამდე მგზავრობაში მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან.

დღის ამბები