შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.