ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ მოწმეთა ჩვენებებზე დასწრება არ ისურვებს. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მოკლულის მეზობელი, გამომძიებლები და ექსპერტები აძლევენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბექა ლატარიას არანაირი ბინა არ უქირავებია და მათ შორის, არც საქმის მასალებით არ ირკვევა მსგავსი არაფერი. ბექა ლატარიას ტანსაცმელი, რომელიც ეცვა, იქიდან არანაირი სისხლის კვალი არ არის ამოსული, ბექა ლატარიას სახლი გაჩხრიკეს. იქიდან იქნა გარკვეული ნივთები ამოღებული, მათ შორის, ფეხსაცმელზე იქნა სისხლის კვალი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი არ ეკუთვნის ბექა ლატარიას. ფეხსაცმელი არის 45 ზომა და ბექა ლატარია გაცილებით პატარა ზომის ფეხსაცმელს იცვამს," - ამბობს ადვოკატი, გიორგი ლაღიძე.
ანასტასია შატალოვა თბილისში, 18 ოქტომბერს მოკლეს. პოლიციამ საქმეზე 3 პირი დააკავა.