20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
თბილისი2015 - საქართველო 5 მედლით მე-13-ე ადგილზეა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი2015-ის ძირითად ცხრილში საქართველო მე-13-ე ადგილზე იმყოფება.

ქართველმა სპორტსმენებმა ამ ეტაპზე ერთი ოქროსა და 4 ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს.

ხუთივე მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს. მათგან ერთი კი გოგოა, ნატალია ყიფშიძე, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თემურ ნოზაძემ, ზურაბ კახნიაშვილმა და ბაგრატ ნანიაშვილმა. 

ერთადერთი ოქროს მედალი კი ქართველმა ძიუდოისტმა, რობიზონ ბეგლარიშვილმა, მოიპოვა.

ახალგაზრდულ ოლიმპიადას დღევანდელი დღის მონაცემებით, 10 მედლით (5ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) იტალიის ნაკრები ლიდერობს.

მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაციაა 9 მედლით (4 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

მესამეზე კი მოლდოვას რესპუბლიკაა 5 მედლით ( 3 ოქრო, 2 ბრინჯაო). 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები