საქართველოს განათლების მინისტრმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა. ისინი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და პირადად გაეცნენ უკრაინულ სექტორზე მიმდინარე სასწავლო პროცესს.
მინისტრმა გაეროს წარმომადგენელს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ.