20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
შესაძლო დარღვევები თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტის კათედრაზე - სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი გამოძიებას კონკრეტული ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრები, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტის კათედრაზე დარღვევებზე საუბრობენ. სტუდენტებს პრეტენზიები აქვთ დეკანის და მისი მოადგილის მიმართ. ისინი საგამოძიებო სტრუქტურებს კონკრეტული ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მათ ბრალდებებს დეკანატში უპასუხეს.

"უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-15 მუხლის მიხედვით, ფაკულტეტების საბჭოებს აქვთ უფლება, სადოქტორი პროგრამების ხელმძღვანელების წარდგენების საფუძველზე, დოქტორანტებს დაუდგინონ საშეღავათო საფასური," - აცხადებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დემეტრე ეგნატაშვილი.

დღის ამბები