ოპოზიციური წევრები ნიკა მელია, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე უკვე უკრაინაში იმყოფებიან.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად თქვა უარი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტში მონაწილეობაზე.
მათთან ერთად, უკრაინაშია ჩასული საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ინფორმაცია ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა. ეს ერთადერთი ქართული მედიასაშუალება იყო, რომელიც ინფორმირებული იყო ოპოზიციური ძალის გეგმებთან დაკავშირებით.