მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 18 აპრილს ღამით+6, დღისით +26 გრადუსს პროგნოზირებენ. 19 აპრილს ღამით +7, დღისით +29 გრადუსი იქნება. 20 აპრილის ღამით +9, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს - 18 აპრილს მოსალოდნელია ღამით +12, დღისით +30 გრადუსი. 19 აპრილს ღამით +14, დღისით +25 გრადუსი. 20 აპრილს ღამით +8, დღისით +15 გრადუსი.
დედაქალაქში 18 აპრილს ღამით მოსალოდნელია +9, დღისით +24 გრადუსი სითბო. 19 აპრილს ღამით +11, დღისით +27. 20 აპრილს კი ღამით +13, დღისით +25 გრადუსი სითბო.