20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია იწყება - დღეიდან ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია იწყება - განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა. დედაქალაქის მერის თქმით, დღეიდან ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

"ხიდი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას და დღეიდან სამუშაოების განხორციელება იწყება. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპორკეთდება. ასევე ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება რეაბილიტირებული.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან მეტეხის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს კომპანია "ბესკო" შეასრულებს. დაახლოებით 2 მილიონი დაჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება," - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები