20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა

სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა. საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი - ნომერზე 15 45 -  მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.

სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა.

ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და  მიიღონ  მათთვის საჭირო ინფორმაცია.  

საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ მოინახულა. 

განახლებული ქოლ-ცენტრის მუშაობას გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია

დღის ამბები