20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია - ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მორწმუნეები სიმბოლურად, წითლად ღებავენ კვერცხებს. მართლმადიდებელ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები შესრულდება.

ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა. ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა.

დღის მეორე ნახევარში ღვთისმსახურება საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა, საღამოს წირვას დაესწრო პატრიარქიც.

დღის ამბები