20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
თეატრი, მხატვრობა, პერსონაჟები, რომელიც მსახიობმა დასამახსოვრებელ სახეებად აქცია - ჟანრი ლოლაშვილი 80 წლის გახდა

ჟანრი ლოლაშვილი 80 წლის გახდა. ლეგენდარული ქართველი მსახიობი დღეს "კურიერის" კამერასთან კავკასიური ცარცის წრის შემდეგ საკუთარი ცხოვრების მთხრობელი გახდა. თეატრისა და კინოს არტისტს, რომელიც სცენაზე უკვე აღარ ჩანს, ახლა ყველაზე მეტად ბავშვობა ენატრება.

ჟანრი ლოლაშვილის მიერ განსახიერებულმა როლებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელი ქართულ თეატრზე აალაპარაკა. ლუარსაბი, მასხარა, მერკუციო, ვარსქენი, მთხრობელი "კავკასიური ცარცის წრიდან" და ათობით სხვა პერსონაჟი, ლეგენდარულმა მსახიობმა სცენაზე თუ კინოში დასამახსოვრებელ სახეებად აქცია. 

ჟანრი ლოლაშვილმა შექმნა ისეთი მხატვრული სახეები და როლები, რომელიც მხოლოდ მის სახელთან ასოცირდება. 

სახლის ყველა კედელზე ჟანრის ნახატებია, თუმცა კითხვაზე - მხატვარი თუ მსახიობი, პასუხობს, რომ მხატვარი, მსახიობი, მამა და მეუღლე, მთავარი საზრდო კი ურთიერთობები. 

 

დღის ამბები